რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვორცოვას განცხადებით, გუშინ სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, - იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ 14 ადამიანის სიკვდილი: 11 ადამიანი ტერაქტის ადგილას დაიღუპა, სამი კი, მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა“, - განაცხადა ვერონიკა სკვორცოვამ.

მისი თქმით, საავადმყოფოებში 49 დაშავებულია მოთავსებული, 13 ადამიანი კი უკვე გაწერეს.

4 აპრილიდან სანკტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. რუსეთის პატრიარქი კირილი გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გადაიხდის.