ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ

ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ

ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროექტი სულ რამოდენიმე თვეში დასრულდება. ”აქ იქნება სარკინიგზო ბაქანი, რომლიდანაც მგზავრები შეძლებენ სულ რამოდენიმე ნაბიჯში მოხვდნენ აეროპორტის ტერმინალში. 

ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, რომ ხელმისაწვდომ ფასებში, დღეს უკვე უვიზოდ, იმოგზაუროს ევროპაში, ისინი ისარგებელებენ თანამედროვე კომფორტაბელური მატარებლებით”, - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, მთავრობას მიზნად აქვს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან მატარებლით შესაძლებელი იყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრა, ეს იქნება ზღვის თუ მთის კურორტები. 

”დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის რკინიგზის და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირების პროექტი, რომელიც დღეიდან სულ რამოდენიმე თვეში ამოქმედდება. ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური სატრანსპორტი ცენტრი. ამ პროექტის შედეგად, საქართველოს ყველა წერტილი დაუკავშირდება ქუთაისს სულ ორიოდე საათის მგზავრობის მანძილით”, - განაცხადა პრემიერმა.