სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. 1301 საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 49,06 % მიიღო.
მეორე ადგილზე „ცარუკიანის“ ბლოკია, რომლის სათავეში მსხვილი მეწარმე, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ ცარუკიანი დგას. მის ბლოკს წინასწარი მონაცემებით, 27,84 % აქვს.
პარტია „დაშნაკ ცუტუნმა“ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 6,68%, ხოლო ოპოზიციურ ბლოკმა „გამოსავალი“ - 7,02% მიიღო.
პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში მოხვედრისთვის 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ხოლო ბლოკებმა - 7%-იანი ბარიერი.
გუშინ სომხეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.