გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ე.წ. არჩევნები 22 საარჩევნო ოლქში გაიმართა. აქტიურობამ 53,05% შეადგინა.
ოფიციალური შედეგები დღეს, დღის მეორე ნახევარში გამოცხადდება.
12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახალხო კრების მე-6 მოწვევის დეპუტატების არჩევნები გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი.