„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს, აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს, აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს, საპროტესტო აქციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, ხოლო ოთხშაბათს მთავარ პროკურატურასთან გამართავენ. 
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოაციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები ითხოვენ ამერიკის ელჩთან შეხვედრას, რათა არსებული სიტუაცია გააცნონ. 
„ 11:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ვგეგმავთ აქციას. ჩვენ მეგობარი სახელმწიფოს ელჩთან მოვითხოვთ შეხვედრას, რათა ვუთხრათ, რომ ხელისუფლებამ ძალით გადაწყვა ბავშვთა სამყარო და ეს ადამიანები შიმშილისთვის გაწირა. ბატონ ელჩს ვთხოვთ დახმარებას. რაც შეეხება ოთხშაბათს, აქცია სავარაუდოდ პროკურატურასთან გაიმართება და მთავარ პროკურორს, შუშის სასახლის სამარცხვინო წარმომადგენელს მოვუწოდებთ, რომ ეს ადამიანები დაზარალებულის სტატუსით დაიკითხონ”, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 
გუშინ თბილისში, პარლამენტის შენობასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ერთჯერადად 5 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას და დაზარალებულის სტატუსს მოითხოვდნენ.