პოლიციამ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში შესაძლო ტერაქტი აღკვეთა

პოლიციამ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში შესაძლო ტერაქტი აღკვეთა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მანქანა სავაჭრო ქუჩაზე შეჭრას შეეცადა. დაკავებულია ერთი ადამიანი, - იუწყება ბელგიური გამოცემა Le Soir.

პოლიციამ მანქანაში, რომელსაც ფრანგული ნომრები აქვს, იარაღი აღმოაჩინა. მანქანა სამხედრო პატრულმა გააჩერა.

ქალაქ ანტვერპენის მერის, ბარტ დე ვევერის განცხადებით, პოლიციამ შესაძლო ტერაქტი აღკვეთა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.