სოფო კილაძის შეფასებით, „პატიმრობის კოდექსი“, რომელიც დღეს პარლამენტმა განიხილა, მნიშვნელოვანია

სოფო კილაძის შეფასებით, „პატიმრობის კოდექსი“, რომელიც დღეს პარლამენტმა განიხილა, მნიშვნელოვანია

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, „პატიმრობის კოდექსი“, რომელიც დღეს პარლამენტმა განიხილა, მნიშვნელოვანია.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პატიმრობის კოდექსი უფრო მაღალ ხარისხზე აიყვანს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი ადმიანების უფლებების დაცვას.

,,პატიმრობის კოდექსის“ ის რეფორმა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, მნიშვნელოვანია. ის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი ადამიანების უფლებების დაცვის სტანდარტს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ არა ადამიანების წამებაზე, არა ჰუმანურობაზე, არამედ იმაზე თუ როგორ მივცეთ ადმიანებს უფრო უკეთესი შესაძლებლობები, როგორ განვავითაროთ ის ადმიანები რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებიან, როგორ მოვახდინოთ მათი სოციალიზაცია და მოვამზადოთ იმისთვის, რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტებს იხილავს.