ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გუშინდელი ტერაქტის შემსრულებელი ბრიტანეთის მოქალაქეა, - იუწყება Sky News.
მისი თქმით, აღნიშნული პირი ცნობილი იყო პოლიციისა და სპეცსამსახურებისთვის.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ თავდამსხმელი მეორეხარისხოვანი პირი იყო, რომელიც ცნობილი იყო ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურისთვის.
„მისი ვინაობა ცნობილია პოლიცია და სპეცსამსახურებისთვის და როდესაც ოპერატიული ღონისძიებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება, მისი ვინაობა საჯარო გახდება“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.
„რისი დადასტურებაც შემიძლია ის არის, რომ თავდამსხმელი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, აქ დაბადებული და რამდენიმე წლის წინ კონტრდაზვერვის სამსახური MI5 მასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებდა“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არ არსებობდა სადაზვერვო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი ტერაქტის ჩადენას აპირებდა.