კიევში რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს

კიევში რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს

კიევის ცენტრში რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშენკომ დაადასტურა.

გამოძიების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფება.

ყოფილი დეპუტატი რუსეთში ფედერალურ ძიებაში იყო გამოცხადებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყოფილ დეპუტატთან მიმართებაში საქმეს თაღლითობის მიუხლით იძიებდა. მას ბრალი ედებოდა მოსკოვის ცენტრში 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შენობის ხელში ჩაგდება.

აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი გრიცაკი გამოიძახა.