თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის სინოდის რომელიმე წევრის დაკითხვას, ყველა მღვდელმთავარი ამისთვის მზად იქნება

თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის სინოდის რომელიმე წევრის დაკითხვას, ყველა მღვდელმთავარი ამისთვის მზად იქნება

თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვალის სინოდის რომელიმე წევრის დაკითხვას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მღვდელმთავარი ამისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ სასულიერო პირების შესაძლო დაკითხვის შესახებ განუცხადა. მისი თქმით, წმინდა სინოდი ელოდება დასკვნას, რომელსაც დადებს პროკურატურა.

”თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის სინოდის რომელიმე წევრის დაკითხვას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მღვდელმთავარი ამისთვის მზად იქნება. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო განჩინებაში ნათქვამია, რომ ჩვენ ყველანი ველოდებით იმ დასკვნას, რომელსაც დადებს პროკურატურა. იმედი გვაქვს, ეს დასკვნა იქნება მართებული, არ იქნება ტენდენციური და საქმე იქნება გამოძიებული ობიექტურად”, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ამ საქმის წინასწარი გამოძიების ფარგლებში, დაცვის მხარემ წმინდა სინოდის წევრები გამოკითხოს. მათ შესაბამისი შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.