უშიშროების საბჭო, რა ფორმითაც დღეს არსებობს, თავის დროზე, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული

უშიშროების საბჭო, რა ფორმითაც დღეს არსებობს, თავის დროზე, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული

საკონსტიტუციო კომისიის დღის წესრიგში დგას უშიშროების საბჭოს საკითხი. საუბარი არის იმაზე, რომ უშიშროების საბჭოს სტატუსი ხომ არ შეიცვალოს, ან მთლიანად ფორმირება ხომ არ მოხდეს სხვა ერთეულად, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე, უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული.

,,როგორც მოგეხსენებათ, საუბარი არის, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. სხვათა შორის, უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი დღეს არსებობს, თავის დროზე, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული. ვინაიდან უშიშროების საბჭო არსებობს, ყოველთვის მისი წევრები და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, ბოლო სხდომებს ესწრებოდა. ამჯერად, პარლამენტის თავმჯდომარე გასაგები მიზეზის გამო, დღეს სესიას უძღვება, საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ დაესწრება.