გიორგი კახიანი:   პრეზიდენტის ადმინისტრაცია იჩენს პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას

გიორგი კახიანი: პრეზიდენტის ადმინისტრაცია იჩენს პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იჩენს პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო ინსტიტუციასა და პარლამენტს შორის დაძაბულობის ინსპირაცია პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ხდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუციასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბულ ფონზე. სამწუხაროა, რომ ამ დაძაბულობის ინსპირირება პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ხდება. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა. პარლამენტი ყოველთვის ასე იქცევა. ჩვენი მხრიდან ყოველთვის დასტურდება პატივისცემა საპრეზიდენტო ინსტიტუციის მიმართ. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს მოხშირდა განცხადებები, რომლითაც უპატივცემულობა პრეზიდენტის ინსტიტუტიდან მჟღავნდება პარლამენტის მიმართ,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.