გუშინ რომ უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართავ პარლამენტს, შემდეგ უშიშროების საბჭოზე ძალოვანებს საფრთხეებზე ესაუბრები, ლოგიკის კუთხით პრობლემას ვერ ხედავთ?

გუშინ რომ უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართავ პარლამენტს, შემდეგ უშიშროების საბჭოზე ძალოვანებს საფრთხეებზე ესაუბრები, ლოგიკის კუთხით პრობლემას ვერ ხედავთ?

გუშინ რომ უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართავ პარლამენტს, რომ შენ და შენს ძალოვან უწყებებს არ გენდობი, შემდეგ უშიშროების საბჭოზე იმავე ძალოვან უწყებებს საფრთხეებზე ელაპარაკები, აქ რამე პრობლემას ვერ ხედავთ ლოგიკის კუთხით? - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა

ბესელიას თქმით, პრეზიდენტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, არ უნდა ითხოვდეს უსაფრთხოების მექანიზმების შესუსტებას.

,,მე არ ვიცი, ვინ მივა და ვინ - არა უშიშროების საბჭოზე. გულწრფელად ჩემს პერსონალურ მოსაზრებას გიზიარებთ, რადგან არა ვარ უშიშროების საბჭოს წევრი. რომ ვაკვირდები, ლოგიკას ვერ ვხედავ გუშინდელ ქმედებასა და დღევანდელ ქმედებას შორის. უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ამ საბჭოს ხელმძღვანელობს და მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აბარია, შეიძლება „მოსმენების კანონზე“ ისეთ შენიშვნებს უგზავნიდე პარლამენტს რაც გუშინ იქნა პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ გაზიარებული? წაიკითხეთ იქ რა წერია? საიდუმლო დოკუმენტზე გვეუბნება, რატომ არ არის ღია და გახსნილი. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ღია და გახსნილი ტექნიკური ნაწილი, რომელიც საიდუმლოა. ასეთ რაღაცაზე რომ გველაპარაკება რა ჰქვია ამას?“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.