აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელი: გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ მინახავს

აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელი: გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ მინახავს

გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ მინახავს, - ამის შსახებ განცხადება აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელმა დევინ ნუნიემ, კვირას Fox TV-ის  Chris Wallace გადაცემაში მონაწილეობისას გააკეთა.

washingtonhatti.com საიტის მიმომხილველის ილჰან თანირის ინფორმაციით, შაბათ დღეს გერმანიის დაზვერვის სამსახურის (BND) უფროსის ბრუნო კალის მიერ გერმანულ პრესში, ″თურქეთში გადატრიალების მცდელობის უკან გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები ვერ დავინახე″ მსგავსი განცხადების გაკეთების შემდეგ, ამჯერად აშშ-ის კონგრესის ხელმძღანელმა ანალოგიური განცხადება გააკეთა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთ პალატის სადაზვერვო კომიტეტის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დევინ ნინუემ, კვირას Fox TV-ის  Chris Wallace გადაცემაში მონაწილეობისას გიულენის და ″მოძრაობა ჰიზმეთის″ შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე და როგორც პრეზიდენტ ტრამპის ახლო მოკავშირედ ცნობილი დევინ ნინუემ კითხვაზე, ამერიკის პრეზიდენტი ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთისთვის გადაცემას აპირებს, პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ მინახავს. ნინუემ გადაცემაში თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერდოღანის მთავრობა უფრო და უფრო ავტორიტარული გახდა და აშშ-ს და თურქეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია.

კონგრესის დაზვერვის კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, რადგან ეს კომიტეტი აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებს ზედამხედველობას უწევს და ამ უწყების ხელმძღვანელებს დაზვერვის საკითხებში ინფორმაციას აწვდის.

წყარო: http://www.haberdar.com/gundem/abd-kongre-istihbarat-sefi-gulen-in-darbeye-karistigina-dair-herhangi-bir-kanit-gormedim-h46270.html?mnst=18447