ხელისუფლება უკმაყოფილოა პრეზიდენტ მარგველაშვილის ბიძინა ივანიშვილისადმი მორჩილების ხარისხით, ამიტომ უგულებელყოფენ პრეზიდენტის ინსტიტუტს

ხელისუფლება უკმაყოფილოა პრეზიდენტ მარგველაშვილის ბიძინა ივანიშვილისადმი მორჩილების ხარისხით, ამიტომ უგულებელყოფენ პრეზიდენტის ინსტიტუტს

ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან ბიძინა ივანიშვილისადმი პრეზიდენტ მარგველაშვილის მორჩილების ხარისხით, ამიტომ უგულებელყოფენ პრეზიდენტის ინსტიტუტს“ , - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია შეიკრიბოს უშიშროების საბჭოს სხდომა და მასზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრონ.

,,პრეზიდენტის შეურაცხყოფა ჩვეულ პრაქტიკად იქცა. სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ პირად კინკლაობას ძალინ ბევრ, მნიშვნელოვან საკითხს წირავენ. უმნიშვნელოვანესია შეიკრიბოს უშიშროების საბჭოს სხდომა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგნლები იქ მივიდენენ. რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილო არიან ბიძინა ივანიშვილისადმი პრეზიდენტ მარგველაშვილის მორჩილების ხარისხით, ამიტომ უგულებელყოფენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მის როლს და იმ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, რაც მათ უნდა განახორციელონ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა.