ეს ხალხი მრჩევლები არიან, სამსახურის ხელმძღვანელები თუ პარლამენტის ზედამხედველები?

ეს ხალხი მრჩევლები არიან, სამსახურის ხელმძღვანელები თუ პარლამენტის ზედამხედველები?

ეს ხალხი მრჩევლები არიან, სამსახურის ხელმძღვანელები თუ პარლამენტის ზედამხედველები ?- ასე მიმართავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის პოლიტიკური ურთერთობის ფორმა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოდის ნორმალური არ არის.

,,ნორმალურია ხალხო ეს მიმართვა? გულწრფელად ვარ გაოგნებული. წარმოგიდგენიათ რომ პარლამენტის რომელიმე თანამშრომელმა, დეპუტატმა ან სამსახურის რომელიმე ხელმძღვანელმა პრეზიდენტს ასეთი ტერმინოლოგიებით მიმართოს? ასეთი რამე დასაშვებად მიგაჩნიათ? ეს ხალხი მრჩევლები არიან, სამსახურის ხელმძღვანელები თუ პარლამენტის ზედამხედველები ? მე, პარლამენტის ინსტიტუციურ თავმოყვარეობას ვიცავ და ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მიმაჩნია, რომ წინა 4 წელიწადში პარლამენტის გასაძლიერებლად ცოტა რამ არ გამიკეთებია, არავისგან არ მივიღებ იმ მიმართვებს, რომ როდესცა ამ თემაზე ვლაპარაკობ, შერჩევით ვისაუბრო. მე ყოველთვის ვიყავი და ვარ პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერის მომხრე და ამისთვის ბევრი გამიკეთებია. ამიტომ არ მიმაჩნია პოლიტიკურად ურთიერთობის ეს ფორმა ნორმალურად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.