ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, ტერორიზმი ლონდონელებს ვერ შეაშინებს, - იუწყება The Independent. „ლონდონი მსოფლიოს დიადი ქალაქია და ჩვენ ერთად ვდგავართ მათ წინაშე, ვისაც სურს ზიანი მოგვაყენოს“, - განაცხადა ლონდონის მერმა ვიდეომიმართვაში.
„ტერორიზმი ვერ შეაშინებს ლონდონელებს“, - აღნიშნა სადიქ ხანმა.
მისი თქმით, ლონდონის ქუჩებზე დამატებით პოლიციელები იქნებიან განთავსებულნი, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს.
„მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები, რომ არ შეშინდნენ“, - დასძინა ლონდონის მერმა.
ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, ტერაქტი ერთმა ადამიანმა განახორციელა.