ხელისუფლება და პარლამენტის წევრები უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ

ხელისუფლება და პარლამენტის წევრები უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ

ხელისუფლება და პარლამენტის წევრები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აბესაძის თქმით, ხელისუფლება პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

,,ჩვენ კარგად ვნახეთ, გუშინ, როდესაც მათ სურდათ ადამიანების უკანონო მოსმენების გაგრძელება, ამ შესაძლებლობების სუს-ისთვის დატოვება, როგორ თამამად აკეთებდნენ განცხადებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. ხოლო დღეს, როდესაც რეალურად უნდა მოხდეს საკმაოდ მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება, უკვე აღარ ახსენდებათ სახელმწიფო უსაფრთხოება. წინ გამოდის ისევ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. წინ გამოდის უთანხმოება პრეზიდენტთან და ისინი მზად არიან პიროვნული უთანხმოების გამო, უარი თქვან ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. ეს მიანიშნებს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ აქვს მხოლოდ ივანიშვილის დღის წესრიგი შესასრულებელი, ნაცვლად სახელმწიფოს წინაშე არსებული გარე გამოწვევებზე წინააღმდეგობისა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა.