გუშინ, ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბირმინგემში, პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან რეიდი ჩაატარა, - იუწყება Sky News.
პოლიციამ იმ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რეიდი ჩატარდა, მიმავალი გზები გადაკეტა.
პოლიციის თანამშრომლებმა „ოპერატიული მიზეზებიდან გამომდინარე“ კომენტარების გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რეიდის შედეგად დაკავებები მოხდა.