ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია „ბი-ბი-სიმ“ გაავრცელა.
დაღუპულთა შორის ერთი ის პოლიციელია, რომელიც თავდამსხმელმა დანით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ტერაქტი ერთმა ადამიანმა განახორციელა.
ბუკინგემის სასახლესთან მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებული იყო დაცვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მომხდართან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.