საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა. ესენია: 1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია;
2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; 2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი, მომხსენებელი - დავით დონდუა, თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დავით რაქვიაშვილი;
3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, მომხსენებელი - ლევან იზორია, თანამომხსენებელი - ვლადიმერ ჩაჩიბაია;
4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“, მომხსენებელი - დავით რაქვიაშვილი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.
საბჭოს სხდომა 23 მარტს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.