„ინდეფენდენტი“ - ლონდონის ტერაქტი აბუ იზადინმა ჩაიდინა, რომელმაც ტერორიზმის ბრალდებით გარკვეული პერიოდი ციხეში უკვე გაატარა

„ინდეფენდენტი“ - ლონდონის ტერაქტი აბუ იზადინმა ჩაიდინა, რომელმაც ტერორიზმის ბრალდებით გარკვეული პერიოდი ციხეში უკვე გაატარა

ლონდონის 22 მარტის ტერაქტი აბუ იზადინმა ჩაიდინა, რომელმაც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით გარკვეული პერიოდი ციხეში უკვე გაატარა. ამის შესახებ „ინდეფენდენტი“ იუწყება. 
"იზადინი დიდი ხანია ცნობილია ხელისუფლებისთვის ტერორიზმში მისი კავშირების გამო“, - წერს გამოცემა. 
ლონდონის ტერაქტი გასული წლის ბრიუსელის ტერაქტის თარიღს დაემთხვა, რომელზეც პასუხისმგებლობა მაშინ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აეროპრტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებას მაშინ 35 ადამიანი ემსხვერპლა.
დღევანდელი ტერაქტის შედეგად კი გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია 20 ადამიანი. გარდაცვლილთა შორისაა პოლიციელი, რომელიც თავდამსხმელმა ცივი იარაღით დაჭრა.