აშშ-ს ადმინისტრაცია ყველა მეთოდებს გამოიყენებს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლემა შონ სპაისერმა განაცხადა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ყველა მეთოდს გამოიყენებს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ბოევიკების“ თავშესაფრის გასანადგურებლად“, - აღნიშნა სპაისერმა.
დღესვე სპაისერმა დაგმო ლონდონში მომხდარი ტერაქტი. „ვგმობთ ლონდონში მომხდარ ტერაქტს“, - განაცხადა მან.