ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, - ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის სამი პოლიციელია. 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ლონდონში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან საგანგებო თათბირს გამართავს.