,,ქართული ოცნება“ იმ ამომრჩეველს დაუპირისპირდა, რომელსაც თვალთვალისა და მიყურადების დასრულების იმედი ჰქონდა

,,ქართული ოცნება“ იმ ამომრჩეველს დაუპირისპირდა, რომელსაც თვალთვალისა და მიყურადების დასრულების იმედი ჰქონდა

"ქართული ოცნება“ იმ ამომრჩეველს დაუპირისპირდა, რომელსაც თვალთვალისა და მიყურადების დასრულების იმედი ჰქონდა, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში უკანონობა დააკანონა. 

,,დღევანდელი დღის შემდეგ ,,ქართულ ოცნებას“ ეკისრება ვალდებულება ყველა პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შედეგზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის სისტემის კანონიერად დამკვიდრება მოიტანს. დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ ,,ქართული ოცნება“ მარტო დარჩა და ის დაუპირისპირდა ყველა სხვა პარტიას, პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციას. ,,ქართული ოცნება“ დღეს დაუპირისპირდა ქართველი ამომრჩევლის იმ არჩევანს, რომელიც 2012 წელს ელოდა ცვლილებებს და ელოდა თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის დასრულებას. დღევანდელი დღე ნამდვილად ძალიან ცუდი დღეა ქვეყნისთვის. ჩვენ მივიღეთ ცუდი კანონი. თვალთვალი და მიყურადება ოფიციალურად დაკანონდა. არაფერი მისალოცი არაა ვეტოს დაძლევაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.