ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომლითაც მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ

ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომლითაც მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ

ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომლითაც მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ვეტოს დაძლევით ქვეყანამ ახალი სისტემის დამკვიდრების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

,,ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომლითაც მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ. გავუშვით შესაძლებლობა, რომ შეგვექმნა თვისობრივად ახალი სისტემა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ეს არის არაეფექტური ხარჯვა ჩვენი რესურესების, ჩვენი დროის. 2014 წლიდან ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სისტემა, სადაც ყველა მოქალაქე იქნება მშვიდად და ამავე დროს ეცოდინება, რომ მის პირად სივრცეში, მის სამზარეულოში და სახლში არავინ ახორციელებს მიყურადებას. არავინ უყურებს რას აკეთებს, თუ ის არ სჩადის დანაშაულს. ეს არის გადადებული შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში ის სისტემა შევქმნათ, სადაც ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი და დაცული იქნება“, - განაცხადა ანა დოლიძემ 

დღეს პარლამენტმა ,,ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.