ინგლისის პარლამენტთან თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ინგლისის პარლამენტთან თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან თავდამსხმელი მამაკაცი ლიკვიდირებულია. „გარდიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თემთა პალატის თავმჯდომარე დევიდ ლიდინგტონმა დეპუტატებს განუცხადა. ის კოლეგების წინაშე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ პოლიციამ თავდამსხმელს ესროლა. მან ასევე დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მანამდე ბოროტმოქმედმა პოლიციელს დანით ჭრილობა მიაყენა. ამ დროისთვის დეპუტატებს მიეცათ მითითება, რომ დარჩნენ ადგილებზე. 

თემთა პალატის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სამი-ოთხი გასროლის ხმა გაიგეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან სროლების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ პარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. სხვა ინფორმაციით, დაშავებულია 6-დან 10-მდე ადამინი.