პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადება იყო მისი მთლიანად უარყოფა

პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადება იყო მისი მთლიანად უარყოფა

„დღეს ჩვენ განვიხილავთ პრეზიდენტის ვეტოს, იმ სამოტივაციო შენიშვნებს, რაც თან ერთვის  ვეტოს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.  ვეტო დაადო სამართალდამცავი სტრუქტურების შესაზლებლობას, რომ ებრძოლონ ორგანიზებულ დანაშაულს, ვეტო დაადო ტერორისტულ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობებს, ვეტო დაადო საქარტველოს იმიჯს და საქართველოს როლს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალისხმევაში. სწორედ ამ მიზეზების გამო ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ვეტოს. თუმცა, მანამდე არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ გარემოებებზე, რომელიც დღევანდელი სხდომის შემდეგ ხდება ჩვენთვის ნათელი.

პირველი, რასაც ოპონენტებმა არ მიაქციეს ყურადღება. თუ წაიკითხეთ სამოტივაციო ნაწილში რა არგუმენტები წერია ვეტოს გასამაგრებლად? წერია ორად ორი არგუმეტი - ესე თქვა ქალბატონმა ანა დოლიძემ. სინამდვილეში წერია მხოლოდ ერთი არგუმეტი, რადგან მეორე მთლიანად ეხება კერძო სექტორს და ბიზნეს და  არსებითად არ ეხება უსაფრთხოებას. რჩება ერთადერთი არგუმენტი, თუ ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია. ნიშნავს თუ არა ეს ერთადერთი არგუმენტი სამოტივაციო ნაწილში რომ დანარჩენი არგუმენტები,რომელიც გქონდათ თქვენ, რომელიც ქონდათ ყველაზე კრიტიკულ ოპონენტებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის მიერ. მან არც კი ჩაწერა თავის სამოტივაციო ნაწილში თქვენი შენიშვნები, თქვენი მოდელები და არგუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით. მგონი, ეს რაღაცაზე მიგვანიშნებს  თუ ამას დავუმატევთ იმ ამბავს,რაც დღეს ნათელი გახდა ამ სხდომის შემდეგ და მადლობა ქალბატონ ეკას, რომ შეგვახსენა, ვეტოების სერია აქვს გამოყენებული ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს, სამივე ვეტოს შინაარსი არის განსხვავებული და ალბათ მომავალში მოგვიწევს მსჯელობა ამ სამი ვეტოდან რომელი იყო უფრო მართალი. ასევე, დღეს ხდება ჩვენთვის ცნობილი, შემაშფოთებელი ტენდენცია და  შემაშფოთებელი გარემოება.პრეზიდენტი შეხვდა ოპოზოიური პარტიების ნაწილს, პრეზიდენტი შეხვდა არასამთავროვო ორგანიზაციების ნაწილს და ვეტო დაადო ამ კანონს ისე, რომ არც კი შეხვედრია და კონსულტაციები არ ჰქონია სამართალდამცავ საგამოძიებო და უსაფრთხოების სფეროში წამყვან სტრუქტურებთან და მათ ხელმძღვანელებთან. თუ თქვენ ეს არაფერზე არ მიგანიშნებთ, მაშინ კიდევ ერთსაკითხზე გადავალ. რაც არ უნდა ორადორი თქვას ქალბატონმა ანამ და თქვას რომ მხოლოდ ორადორი შენიშვნა აქვთამ კანონზე, ფაქტია, რომ ამ ვეტოთი მოხდა მთლიან კანონზე და ყველა მის შემადგენელზე ვეტოს დადება და ეს იყო მთლიანად ამ კანონის უარყოფა და არა მისი რომელიმე ორადორი კომპონენტის.

რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო,  რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დასავლეთის დემოკრატიებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებები არის და ითვლება აღმასრულებელ  ფუნქციად და თუ არ ეთანხმებით მანიშნეთ ხელის აწევით და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს ფუნქცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში. ჩემთვის კიდევ ერთხელ გაუგებარია, რატომ უნდა ჩაატაროს საქართველო  ექსპერიმენტები საკუთარი ეროვნული უსაფრთოების სისტემაზე რატომ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება და რატომ უნდა გააკეთოს პრივატიზაცია საკუთარი უსაფრთხოების სისტემის და დიახ, რასაც თქვენ უწევდით აქ პროპაგანდას და არგუმენტირებას, ის არის ზუსტადაც რომ პრივატიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის.  ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მესმის, ეს დემოკრატია სწორედ არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი, ის, რომ დღეს აქ განსხვავებულ ხმებს ვისმენთ, ის, რომ პრეზიდენტი ახერხებს თავისი პოზიციების, თუნდაც წინააღმდეგობრივი პოზიციების ჩამოყალიბებას პარლამენტში და ქვეყანაში ისმის ხმამაღალი ხმა ოპოზიციის და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების, ეს არის ის დემოკრატია, რომელიც ზუსტად ამ უსაფრთოების სისტემის თანაარსებობის პირობებში ჩამოყალიბდა. შესაბამისად, თქვენი შიშები, რომ ეს უსაფრთხოების სისტემა ახრჩობს ქვეყანაში დემოკრატიას, ახრჩობს ადამიანის უფლებებს,  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ფლეშბექი“ და ბატონმა გოცირიძემ იცის შესანიშნავად, რას ნიშნავს „ფლეშბექი“. „ფლეშბექი“ არის ძველი ტრავმების გახსენება და თქვენი ხელისუფლების დროს ნამდვილად დიდი ტრავმები აქვს საქართველოს მიღებული ადამიანის უფლებეთა სფეროშიც, დიდი ტრავმები აქვს მიღებული უსაფრთოების სფეროშიც საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისითაც და აღარ ჩამოვთვლი თუ როგორ ფასადაც  აქციეთ დემოკრატია თქვენ.  რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ თქვენი გამოსვლები ამ დებატების დროს ეს არის ქვების სროლა საკუთარი ქვეყნის საქარე მინაზე.  თქვენ გინდა დაამტვრიოთ ის, რისი საშუალებითაც ჩვენ ვიხედებით მომავალი განვითარებისკენ, რაც აუცილებელია საქართველოს განვითარებისთვის მაშინ, როდესაც ქვეყანაში და მსოფლიოში რისკები არის ერთი ორად გაზრდილი და ქვეყანაში ასე ძალიან გვჭირდება, რომ უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. და ბოლოს თქვენ რიტორიკულ შეკითხვაზე, როდესაც ამბობთ ერთი შემთხვევა გაგვახსენეთ უსაფრთხოების სისტემამ რა გააკეთაო და ასევ ბატონმა გიგიმ დასვა კორექტული შეკითხვა- სად გამოიხატა წარმატებები უსაფრთხოების სისტემის და ამ სისტემის გამოყენების. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან და მერე შემიძლია, ბევრი მაგალითი გამოგიგზავნოთ. მაგალითად ავიღოთ 2016 წლის ოპერაცია, როდესაც 5 ადამიანი იქნა დაკავებული ტერაქტის აღკვეთა მოხდა ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ გაზსადენზე. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს არანაირი შედეგი არ არის და ამ გაზსადენის აფეთქების შემდეგ მშვიდად იჯდებოდით აქ და დებატების საშუალება გექნებოდათ, სკოლაში ივლიდნენ ბავშვები, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლი იქნებოდა 5,2 პროცენტი, მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას, ინვესტიციებს შემოვიტანდით ენერგეტიკის სფეროში მათ შორის, ძალიან ცდებით,ასე არ იქნებოდა და სწორედ ეს არის შედეგი იმ უსაფრთხოების შედეგი რომელიც არსებობს და რომელიც დავარეგულირეთ. მეორე, ურანის ამოღების მხოლოდ ორი საქმეც კმარა 2016 წელს აპრილშიროდესაც ურანი იქნა ამოღებული და ურანის უკანონო ტრანზიტი იქნა აღკვეთილი. ვის მიერ იქნა, რომელი სამსახურის მუშაობის შედეგად იქნა ამ ფაქტების აღკვეთა, მე შემიძლია გავაგრძელო საუბარი ამ მაგალითებზე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, როდესაც ბევრ კრიტიკულ შენიშვნას გამოთქვამთ, ერთი-ორი მადლობა იქნებ გადაუხადოთ იმ ადამიანებს , რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.“