მამუკა მდინარაძე: რაც წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოსთან მიმართებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო

მამუკა მდინარაძე: რაც წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოსთან მიმართებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო

დღეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ცარიელ პოპულიზმს, დაცლილს საგნობრივი არგუმენტებისგან და ასევე, ძალინ ცუდი არის, რომ იურიდიული კონტექსტი ამ განხილვების დროს პრაქტიკულად მოცილებულია მსჯელობებს, დაშორებულია არგუმენტებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში და ამ დარბაზში აბსოლუტურად ყველამ ვიცით, რომ იურიდიული კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთ ჩემს დასმულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. რა ხარჯებთან არის დაკავშირებული?- ამაზე პასუხი არ მიგვიღია,

არც ერთი ჩვენი ოპონენტი ამაზე არ საუბრობს. ეს მიანიშნებს მხოლოდამხოლოდ ერთზე, რომ მათ არ აინტერესებთ ამ კერძო კომპანიების ბედი, ამ არგუმეტის გამოყენება უნდათ მხოლოდ მსჯელობის დროს. ასევე, ამაზე პასუხი არ მიგვიღია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არც ერთი წარმომადგენელისგან საჯარო სივრცეში და აქედან გამომდინარე მეორე ნაწილი, რაც წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოსთან მიმართებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მეტიც, გარკვეულნიც კი არ არიან ბოლომდე ამ საკითხში. რაც შეეხება მთავარ არგუმენტს, როდესაც საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და ჩვენი ამ გადაწყვეტილების, რომელიც კანონში აისახა, შესაბამისობაზე. აქ არის ორი მდგენელი. ერთი არის უფლებების დაცვის საკითხი, მეორე არის უსაფრთხოების საკითხი. უფლებების დაცვის კონტექსტში საქართველოში მსგავსი გადაზღვეული რამდენიმე გზის მექანიზმები არასდროს ყოფილა. უფრო მეტიც, ეს არის ევროპის ქვეყნებში საუკეთესო მოდელი. ქალბატონმა ეკამ ახსენა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მექანიზმი და დამატებით ის რეგულაციები, რაც ამ კანონში ჩავწერეთ, იძლევა ძალიან მყარ გარანტიებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ამ მიმართულებით პრობლემები არ არსებობს. მეორე, ეს არის უსაფრთოების გამოწვევები, როდესაც მე დავუსვი პრეზიდენტის წარმომადგენელს კითხვა, ამ მიმარულებით რაიმე პრობლემას ხომ არ ხედავდა, არ გამიკეთებია აქცენტი იმაზე, რომ მეორეს მხრივ, ნამდვილად ვხედავ გამოწვევებს, პრობლემებს, თუ იმ ლოგიკას ჩავყვებით, რასაც ჩვენი ოპონენტები ავითარებენ, ამაზეც არ მიგვიღია პასუხი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სამართლებრივი, რეალური, პოლიტიკური და ცხოვრებისეული რისკები არ გავწიეთ უსაფრთოების მიმართულებით და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხს, პირდაპირ პროპორციულად, ნეგატიურად არ ემოქმედა უსაფრთოების საკითხთან მიმართებაში. აქ დაისვა თქვენის მხრიდან საკმაოდ საინტერესო შეკითხვა, რაიმე არგუმენტი ხომ არ არსებობს, როდესაც დაქვემდებარებაზე საუბრობდით, ვთქვათ, რა გამოწვევები, რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ისე, აღარ ვლაპარაკობ არასამთავრობოების გახმოვანებული არარეალისტური იყო, თქვენც ხვდებით ალბათ, იმიტომ, რომ ამაზე თქვენც აღარ გაგიკეთებიათ აქცენტი. თუმცა საუბრობთ იმაზე, რა გამოწვევებზეა საუბარი და რა პრობლემა შეიძლება შექმნას. კითხვა, თუ თავის  სწორ ფორმულირებას მივცემთ, ხმოვანდება ასე, რა პრობლემაა, როდესაც, არ არის მხოლოდ მოსმენებზე საუბარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმხორციელებელ ორგანოს არ აქვს კონტაქტი, ის აბსოლუტურად დინსტანცირებულია უსაფრთოების სამსახურებიდან. ეს არ ხდება არსად, ხაზგასმით ვამბობ, არსად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, ყოველშემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში, რომლის მოდელებიც კარგად ვიცით და რაც ვიხელმძღვანელეთ ამ პროექტის შედგენისას. რა ვქნათ? გავითვალისწინოთ მაშინ ქალბატონი ანას რჩევა პრეზიდენტის წარმომადგენლების რჩევა, რომ შემოქმედებითად მივუდგეთ ამ საკითხებს, ამ დროს რა რისკები, გამოწვევები და ახალი პრობლემები წარმოიშობა ამაზე არავინ ფიქრობს , ასეთ რისკებს ვერ გავწევთ, თუმცა ეს გულწრფელობა ზედმეტიც კია, ყველამ კარგად იცით, რომ ამ საკითხებთან სხვა გამოსავალი არ არსებობს და რჩება ერტადერთი საკითხი, თუ უფლებრივი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თუ უსაფრთხოების საკითხებზე ასეთი მყარი არგუმენტები არსებობს, მაშინ რა რჩება, შესაძლებელია ვინმემ, რომელიმე მოქალაქემ, რომელიც ამდენი ნეგატიური კონტექსტის განცხადებებით შეიძლება შეცდომაში გყავდეთ შეყვანილი, შესაძლებელია, რომ იფიქროს, მართლაც ხომ არ არის შეუსაბამო ეს კანონი ეს კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. მაშინ, თქვენ დამისახელეთ აღმასრულებელი რგოლის ორგანო, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხით არსებობს სადმე, არამხოლოდ საქართველოში. თუ არსებობს ასეთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა? მე აღარ გავიმეორებ დავით მათიკაშვილის ციტირებას, რაც მან თქვა. ჩვენ ვიცით, რომ კანონის მიხედვით, დამოიკიდებლობის უმაღლესი ხარისხით მხოლოდ სიპი გამოირჩევა ჩვენს სამართლებრივ სივრცეში. თუ ყველა ეს არგუმენტი რაც თქვენი მოყვანილია, თუ ჩემი მოყვანილი არგუმენტები არის უსაფუძვლო და რომელსაც ისმენთ არამხოლოდ თქვენ, არამედ ისმენს საზოგადოება და რეალურად კარგად ხვდებით, რომ ეს ასეა და დანარჩენი ცარიელი პოპულიზმია და იურიდიული მდგენელის გარეშე მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები და რაღაცეებზე ლაპარაკი. თქვენ იმეორებთ უმრავლესობას, პრემიერ მინისტრს ახსნებთ ბიძინა ივანიშვილს, გავიგეთ თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგია რომ ამაზე გააკეთოთ აქცენტი და შექმნათ ფონი, თითქოს, მარტლაც ისეა რასაც ლაპარაკობთ, მაგრამ ამას ხომ აქვვს იურიდიული მდგენელობა, იურიდიული ნორმების გარეშე ხომ არ შეიძლება რაღაც ვილაპარაკოთ რასაც არ აქვს იურიდიული საფუძველი. თუ იურიდიული საფუძვლები ისეთია, რასაც მე ვლაპარაკობ, მაშინ, ბუნებრივია, ვეტოს ორივე შენიშვნა არის აბსოლუტურად პოპულისტური და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დავძლევთ ვეტოს, არა იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკური კეკლუცობა იყოს, ქალბატონი სოფოსი არ იყოს, არა იმიტომ რომ მართლაც პოლიტიკური კინკლაობის ეფექტი შეიძინა ამ ყველაფერმა. არა იმიტომ რომ არ იცავენ არანაირ სუბორდინაციას , არანაირ დღის წესრიგს სწორს , არანაირ სამართლებრივ ნორმებს და გვიბარებენ შეხვედრებზე, როდესაც არის კომიტეტის სხდომები არის ჩანიშნული, გვიბარებენ შეხვედრებზე, როდესაც არის სასესიო დღე და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. ამაზე ჩვენ გავცემთ პასუხს, ეს იქნება პოლიტიკური მესიჯები, შეიძლება ზედმეტიც იყოს და ხანდახან ვფიქრობთ, რომ ხომ არ წავუყრუოთ ამ ამბავს იმიტომ, რომ რაღაც თამაშს დაემსგავსა. იმიტომ რომ არცერთი იურიდიული საფუძველი ამ ვეტოს გაზიარების არ არსებობს, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ კანონი, სადაც ასჯერ უფრო, რა თქმა უნდა, უტრირებულად, გაცილებით დახვეწილია და გამრავლებულია მექანიზმები, როგორც უსაფრთხოების გამოწვევის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი აღსრულება კიდევ მეტ გარანტიას შესძენს ამ ყველაფერს, ამიტომ დღეს ვეტო აუცილებლად დაიძლება გამომდინარე იმ არგუმენტებისა რაც ჩამოგითვალეთ და არამხოლოდ პოლიტიკური მდგენელიდან, იურიდიული მდგენელიდან პოლიტიკურთან ერთად.“