დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ვეტო სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ვეტო სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

“ძირითადად, პრეზიდენტის მოტივირებული ვეტო ეხება ორ საკითხს, ერთი არის უსაფრთხოების თემა, არ გვინდა უსაფრთხოების სამსახური და მეორე, დავეხმაროთ ბიზნესს და ნუ დავავალდებულებთ ბიზნესს დამატებითი ვალდებულებებით. მინდა ორივე საკითხი ერთიან პრინციპში შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ არსებითად ეხება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოსახლეობას. არ შეიძლება აქ საერთო პრინციპი არ დავინახოთ. პირველ რიგში, დაისვა შეკითხვა, რა ფორმით ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებას ვეტო, რომელსაც გვთავაზობს პრეზიდენტი.ჩემი აზრით ორ კონკრეტულ რაღაცაში ეწინააღმდეგება ეს ვეტო ქვეყნის უსაფრთხოებას.პირველი, კანონმდებლობის დონეზე უნდათ, რომ იმ ინსტიტუციას, რომელსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს ქვეყანაში, რომ ჩვენ არ მოგვისმინონ უკანონოდ, წაართვან ეს ვალდებულება და შექმნან დამოუკიდებელი სტრუქტურა, როდესაც, მაინც ეს ვალდებულება დარჩება უსაფრთხოებას, რომ თქვენი უფლება უკანონოდ არ იყოთ მოსმენილი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან, კრიმინალების მხრიდან და ნებისმიერი სხვა მსურველის მხრიდან. აი, ეს უფლება არ დაგერღვეთ ამაზე ვალდებულება მაინც დარჩება უსაფრთხოების სამსახურს და პრეზიდენტს უნდა უბრალოდ ეს ყველაფერი უსაფრთხოების სამსახურს ჩამოართვას და აქციოს დამოუკიდებელ სივრცეში მოქცეულ ინსტიტუტად. მეორე, კომერციულ იურიდიულ სტრუქტურას ეუბნება, რომ იმისთვის, რომ შენ სახელმწიფოს ემსახურო და დაიცვა მისი ინტერესი გამოართვი სახელმწიფოს ფული, ეს ფული მოაკელი ბიუჯეტს, მოაკელი სხვა საჯარო ინტერესს. მე მახსენდება ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია ადრე, რომ ხელისუფლებაში იყო იგივე ადამიენბს როგორ იჭერდა და როგორ ართმევდა ფულს. მე მახსოვს გია ჯოხტაბერიძე ტრაპიდან როგორ ჩამოყავდათ და ფულს ართმევდნენ, რადგან მერე მიეცათ პენსიონერებისთვის და ჩვენ ესეიგი უნდა წავართვათ პენსიონერებს და მივცეთ მაგთის. ესეთი ლოგიკა არის პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებული, მართლა მგონია, რომ ეს ლოგიკა სახელმწიფო უსაფრთხოებასაც ზიანს აყენებს, მორალსაც ზიანს აყენებს და საერთოდ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვემსახურებით. ჩვენ, როცა 2012 წელს ყველა ერთად ვიყავით და გიორგი მარგველაშვილი ჩვენთან ერთად იყო, ნამდვილად არ ვფიქრობდით, როცა მას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დავუჭერდით, 2012 წელს ყველა მიზანს, პრინციპს, ღირებულებას, იდეას ხაზს გადაუსვამდა და დაგვიწყებდა ლაპარაკს სულ სხვა კუთხით და სხვა მიზნებით. მე მგონია, რომ ჩვენ დღეს ვიცავთ იმ პრინციპს, რაზეც 2012 წელს შევთანხმდით, ვიცავთ ძლიერი სახელმწიფოს პრინციპს. სახელმწიფოსი,სადაც ადამიანის უფლებები არ იქნება ცარიელი სიტყვა და ადამიანი იქნება დაცული და იმისათვის, რომ ადამიანი იყოს დაცული, ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც გაუძლებს გამოწვევებს და გაუძლებს მათ შორის რევანშის მსურველთა სურვილს, რომ ამ სახელმწიფოს ჰქონდეს სუსტი უსაფრთხოება და ეს სახელწმიფო იყოს ადვილად დასაჩოქებელი და წასაქცევი. ამას ყველაფერს ეწინააღდგება პრეზიდენტის ვეტო და ამის საწინააღმდეგო ღირებულებებს ემსახურება ის, რასაც დღეს ჩვენ პრეზიდენტი გვთავაზობს. მე ამას სიხარულით და სიამოვნებით ნამდვილად არ ვამბობ. ვამბობ გულისტკივილით, იმიტომ, რომ ნამდვილად მეგონა, რომ ჩვენ გვეყოლებოდა ერთიან მიზნად გაერთიანებული ინსტიტუციები, რომელიც ყველა იქნებოდა ორინტირებული იმისკენ, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო შეგვექმნა და ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც ლექციებს გვიკითხავს, ჭკუას გვასწავლის და მაშინ, როდესაც მორალურად არაფერში არ ვართ მასთან ჩვენ დამნაშავეები და არაფერი არ შეგვშლია, პატიოსნად დავუჭირეთ მხარი და მოვაგებინეთ არჩევნები, როცა ჩვენი გუნდის გარეშე მეეჭვება, რომ მას ამ არჩევნების მოგება შეეძლო. დიახ, “ქართულმა ოცნებამ“ მისცა მას ეს მანდატი, მაგრამ მან ეს მანდატი მოაბრუნა ქართველი ხალხის და “ქართული ოცნების“ საზიანოდ. დიახ, ჩვენ მოვაგებინეთ არჩევნები მარგველაშვილს, მაგრამ  მე მგონია, რომ  დღეს ჩვენ შეგვიძლია ამისათვის საზოგადოებას ბოდიშიც მოვუხადოთ, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს შემაფერხებელ ბერკეტად ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე, ეს ჩემის აზრით არის დაუშვებელი და აქედან, პარალმენტიდან მკვეთრად უნდა გაეცეს პასუხი მას პასუხი, რომ პარლამენტი ამის გაკეთებას არ პირებს. რამდენი ვეტოც არ უნდა იყოს მიღებული, თუ ეს ვეტოები ემსახურება ქართული სახელწმიფოს საზიანო საქმეს და თუ ეს ვეტო ემსახურება უბრალოდ პოლიტიკურ თამაშებს და ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ლობირებას, პრეზიდენტი ხდება ოპოზიციის პრეზიდენტი და არა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოსი, პარლამენტმა ძალიან მკვეთრად უნდა გასცეს მას პასუხი და უთხრას, რომ ჩვენთვის ასეთი პრეზიდენტი მიუღებელია. ჩვენთვის 2012 წელს რა პრინციპებითაც გავერთიანდით მხოლოდ ესაა მისაღები“, - აცხადებს დეპუტატი.