გიორგი აბაშიშვილის დღევანდელი განცხადება იყო მორიგი უპატივცემულობა და თავხედური გამოხტომა

გიორგი აბაშიშვილის დღევანდელი განცხადება იყო მორიგი უპატივცემულობა და თავხედური გამოხტომა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის დღევანდელი განცხადება იყო მორიგი უპატივცემულობა და თავხედური გამოხტომა, რომელიც პარლამენტის წევრებს ეუბნება, თქვენ კანონებს რომ ცვლით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეთო, - ამის შესახებ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები პარლამენტს ამ ტონალობაში არ უნდა ელაპარაკებოდნენ.

”ეს არის სიბეცეც და უვიცობაც, რომ აბაშიშვილმა არ იცის, რომ პარლამენტი არის ორგანო, სადაც კანონები იცვლება. დღის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი მიღებული კანონი შევცვალოთ და ეს ჩვენი ვალდებულებაა.

ეს უნდა იცოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პირველ რიგში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და არც მისი მრჩევლები თავს უფლებას არ უნდა აძლევდნენ, ან პარლამენტის თავჯდომარეზე ილაპარაკოს ”ეს ახალგაზრდა ბიჭუნაო” ან პარლამენტს ელაპარაკოს ამ ტონალობაში.

კეთილი ინებეთ და საჯარო მოხელის ეთიკა წაიკითხეთ ჯერ. ცოტა გააკონტროლეთ საკუთარი განცხადებები”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.