გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ხახუბია მალთაყვას სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ხახუბია მალთაყვას სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მალთაყვას სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. უკვე მოწყობილია სამ კილომეტრამდე ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება. პროექტის ღირებულება 18 500 00 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

,,თუ აქამდე ფოთს საპორტო ქალაქად იცნობდნენ, ამ პროექტით იგი ტურისტული ქალაქის სტატუსს შეიძენს. ტურიზმის განვითარება ჩვენს ქალაქს დამატებით შემოსავალს მოუტანს. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 98 პროცენტი შესრულებულია. მიმდინარე წელს განხორციელდა პლაჟთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყო შიდა მომსახურების გზა, შიდა ავტოსადგომებით. დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო მწვანე ზოლი“, - განაცხადა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.

მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პროექტის პირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 25 ათას ადგილობრივ მცხოვრებს შეადგენს, ხოლო სეზონურად 20 ათას დამსვენებელზეა გათვლილი. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებზე სრულადაა ადაპტირებული.