"ერთი არის რუსთავი 2-ის იმიტირებული სამყარო, სადაც ნაციონალური მოძრაობა არის ჩარჩენილი თავისი განაყოფებით და არის რეალური სამყარო"

„დღევანდელმა გამოსვლებმაც ნათვლად დაგვანახა, რომ არაფერი არ იცვლება ამ ადამიანებში. სხვადასხვა პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ. ერთი არის რუსთავი 2-ის იმიტირებული სამყარო, სადაც ნაციონალური მოძრაობა არის ჩარჩენილი თავისი განაყოფებით და არის რეალური სამყარო, რომელსაც ჰქვია საქართველო, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ.

ყველა გამოსვლაში ეს ადამიანები აფისქსირებენ  უპრეცენდეპო სიძულვილს საქართველოს, საქართველოს დემოკრატიის და იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლემაც ცვენი ხელისუფლების პერიოდში მიიღო ნორმალური, ადამიანური სახე. დღეს ადამიენბი გამოდიან და გვესაუბრებიან ჩადებებზე, ძალადობაზე. არაფერი, რომ არ ვთქვა იმაზე, რასაც წლების განმავლობასი ჩადიოდნენ. ახსენებე გვარებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ის ბოლო ორი გვარი, რომელიც თქვენ ახსენეთ ის ადამიენბი იყვნენ თქვენი ზონდერები, რომლებსაც იყენებდით მომიტინგეების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოთქვამდნენ პროტესტს.ამ ყველაფერს ფაქტებით, ადამიანების მეხსიერებითდა იმ მოცემულობებით ვამტკიცებთ, რაც არის ისტორიული მეხსიერება ჩვენი.

დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს  ადამიენბი უტევენ ქართულ სახელმწიფოს, ქართულ დემოკრატიას. დღეს ახალი გეგმა აქვთ, არ დააკლეს ბათუმში პროვოკაციებს, ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ დაიწყეს.

მე მინდა გამოვეხმაურო ასევე ბათუმის მოვლენებს, როგორც ჩანს ეს არის კარგად დაგეგმილი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ ყოფითი პრობლემიდან სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წაქეზებით, როგორ გადაიზარდა ეს მასობრივს არეულობასი. მე მინდა ავღნიშნო, რომ ეს იყო ვანდალური აქტი , რომელსაც გარკვეული პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა ქალაქებში გამოეხმაურნენ სოლიდარობის აქციებით.

ეს იყო ძალიან სამარცხვინო მოქმედება. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აქცია უნახავს მაგრამ, ესეთი ცეცხლის გაჩენა შუა ქალაქსი ამ ქვეყანას არ უნახავს. და ეს განხორციელდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ვანდალურად მართავდნენ და უსწორდებოდნენ თავის მოქალაქეებს. ეხლა ცდილობენ სხვადასხვა პროვოკაციებით დესტაბილიზაციის ინსცენირება მოახდინონ ქვეყანაში.

ჩემი აზრით, რეაგირება და პასუხი იყო ადეკვატური. ვანდალურ აქციას პოლიციამ უპასუხა ძალიან თანამედროვე და ახალი სტანდარტით პროპორციული ძალის გამოყენებით და მე არ მაქვს უფლება თითოეული ჩვენგანის სახელიტ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა არ გადავუხადოთ მადლობა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, ცვენი მემკვიდრეობა, რასაც ვტოვებთ ამ ქვეყანაში, რომ ყველა სტრუქტურა არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული.

და მნიშვნელოვანი არის ამ მოვლენების შეფასება და მე მინდა მინდა მივმართო საგამოძიებო უწყებებს რომ, უმოკელს დროსი გამოიძიონ ეს დანაშაული და გამოავლინონ ის ადამიანები, რომლებმაც წააქეზეს ეს ადამინები  და გაუკეთეს ორგანიზება და შექმნეს დესტაბილიზაციის განცდა ქვეყანაში“.