დავით სერგეენკო დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია

დავით სერგეენკო დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია

დავით სერგეენკო დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან საერთოდ უგულვებელყოფილია ის აქტუალური საკითხები, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოება დგას.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ბატონმა სერგეენკომ გაჭირვებული მოსახელობისთვის სოციალური დახმარების მასობრივი მოხსნა დაიწყო. ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000 ადამიანი დარჩა. სამწუხაროა, მაგრამ სერგეენკო დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, რომ ის ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და არა ოლიგარქის წინაშე“, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა და სოციალური დახმარების მოხსნის რამდენიმე მაგალითი დაასახელა.