ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ე.წ. მოსმენების კანონს ელის იგივე ბედი, რაც მოხდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის შემთხვევაში

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ე.წ. მოსმენების კანონს ელის იგივე ბედი, რაც მოხდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის შემთხვევაში

ე.წ. მოსმენების კანონს, პრაქტიკულად, ელის იგივე ბედი ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, რაც იყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონის შემთხვევაში, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”დღეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დეპუტატები პარლამენტში განიხილავენ. დაანონსებულია ვეტოს დაძლევაც, მაგრამ დარწმუნებული ვართ რა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შინაარსის სისწორეში, შემიძლია გითხრათ ზუსტი პროგნოზი, რომ ე.წ. მოსმენების კანონს, პრაქტიკულად, ელის იგივე ბედი ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, რაც იყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონის შემთხვევაში”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.