ირაკლი მეზურნიშვილი: არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურ სიცრუეს, რომელიც იკადრა ბატონმა კანდელაკმა

ირაკლი მეზურნიშვილი: არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურ სიცრუეს, რომელიც იკადრა ბატონმა კანდელაკმა

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურ სიცრუეს, რომელიც იკადრა ბატონმა კანდელაკმა ნულ პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე. 2017 წლის დასაწყისში საქართველოში დაფიქსირდა 5, 2 % ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოს ხდის აბსოლუტურ ლიდერს რეგიონში.

ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. რამდენიმე დღის წინ დასრულდა ძალიან ხანგრძლივი და წარმატებული ვიზიტი საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე გახლდით ვაშინგტონში ჩემს კოლეგა პარლამენტარებთან ერთად.

ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა კონგრესში, როგორც რესპუბლიკურ პარტიასთან, ასევე დემოკრატ კონგრესმენებთან. ეს არის დამატებითი ფაქტი, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ორპარტიული მხარდაჭერა.

მე მინდა გავიხსენო ტეხასის კონგრესმენის ძალიან კარგი შეფასება. საქართველოს დემოკრატიულ პროცესებთან მას კითხვა არ გააჩნია და ეს ძალიან კარგი შეფასებაა ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო სხვა კონგრესმენების ძალიან მაღალ შეფასებას ბოლო წლებთან მიმართებაში და ყველა იმ რეფორმას, რაც ტარდება საქართველოში. ასევე ძალიან ემოციური იყო დევიდ პრაისის შეხვედრა. ის არის ჩრდილოეთ კაროლინას მაჟორიტარი დეპუტატი. მან მიიწვია ჩვენი დელეგაცია თავის ამომრჩეველთან შეხვედრაზე. იყო დაახლოებით ათას კაციანი დარბაზი. დარბაზი იყო აბსოლუტურად სავსე და როდესაც მან გამოაცხადა, რომ ამ შეხვედრას ესწრებიან დეპუტატები საქართველოს პარლამენტიდან, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა, იყო მხურვალე ტაში, რომელიც არ გაჩერებულა რამდენიმე წუთი.

ეს იყო ძალიან ემოციური და მინდა გითხრათ, რომ ეს ტაში ეძღვნება და ეკუთვნის საქართველოს საგარეო კურსს და ეს მხურვალე აპლოდისმენტები, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ჩვენს საზოგადოებას.