პარლამენტარების უმაღლეს საკანონმდებოლო ორგანოში 23 ქალბატონიდან პარლამეტში 18 იკავებს წამყვან პოზიციებს

პარლამენტარების უმაღლეს საკანონმდებოლო ორგანოში 23 ქალბატონიდან პარლამეტში 18 იკავებს წამყვან პოზიციებს

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევაჯამო გაეროს მაღალი დონის ფორუმებზე საქართველოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტი და დაგარწმუნოთ, საერთაშორისო ასპარესზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბევრად უფრო თვალნათლივ არის დანახული ის პროგრესი და წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებატა დაცვის კუთხით.

ვიზიტი, რომლის ხელმძღვანელობაც დაევალა საქართველოს პარლამენტს და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ, როგორც პრემიერ მინისტრის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ომბუდსმენის წარმომადგენელი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, მოიცავდა გაეროს ქალთა სტატუსის 61-ე კომისიას და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებს. ასევე გავმართეთ შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში სპეციალურ მომხსენებელთან . როგორც გენერალურ დებატებზე, ასევე უშიშროების საბჭოსა და ორმხრივ შეხვედრებზე გაჟღერდა საქართველოს მიერ მიღწეული არაერთი წარმატება. კერძოდ ხაზი გაესვა, რომ დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ საქართველომ ძალიან პროგრესული საკანონმდებლო ბაზა შექმნა, როგორც გენდერული თანასწორობის, ასევევ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით.

საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული კანონმდებლობის მთელი იერარქიით მამაკაცისა და ქალის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები არის გარანტირებული . გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და საგანგებო მომხსენებელმა, სიმონოვიჩმა, პოზოტიურად შეაფასეს მიმდინარე მუშაობა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც მიგვიყვანს ევროსაბჭოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირებამდე .

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი . გაეროს უშიშროების საბჭოზე აღინიშნა, საქართველო 2016 წლის მონობის მსოფლიო ინდექსის ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით და ევროსაბჭოს მრჩეველთა კოლეგიის მხრივ არის შეფასებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ტრეფიკინგთან ბრძოლის ღონისძიებებში. 167 ქვეყანას შორის საქართველო იკავებს მე-17 ადგილს, თუმცა ხაზი გავუსვით რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეუძლებელს ხდის ჩვენთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სრული მასშტაბით განხორციელდეს ტრეფიკინგთან ბრძოლის ღონისძიებები და მოგვეცეს საქართელოს მოსახლეობის დაცვის საშუალება აღნიშნულისაგან.

გაეროს მოსახლეობის ფონდთან შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, საქართველოს წარმატება სელექციური აბორტის შემცირების კუთხით და სპეციალური გლობალური პროგრამა შეისწავლის საქართველოს წარმატებას და მოხდება შემდგომი მუშაობა აღნიშნული საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ისტორიულად ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა გვყავს ქალი პარლამენტარების უმაღლეს საკანონმდებოლო ორგანოში და 23 ქალბატონიდან პარლამეტში 18 იკავებს წამყვან პოზიციებს. თუმცა ჩვენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გვექნება გადასადგმელი ნაბიჯები. განათლების სისტემაში მიუხედავად იმისა, რომ ვინარჩუნებთ თანაბარ მონაწილეობას და გამარჩეული წარმატებით გამოირჩევიან ქალბატონები, შრომით ბაზარზე კვლავ რჩება მამაკაცებთან შედარებით ქალთა საშუალო შემოსავლის დაბალი დონე 35 პროცენტი. მსოფლიო გამოცდილება 160 ქვეყნის გვიჩვენებს რომ რაც უფრო მეტი ქალბატონი არის ჩართული პოლიტიკასა და ბიზნესში, უფრო თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერია შესაბამისი ქვეყნები და დიდი იმედი მაქვს, რომ მე9 მოწვევის პარლამენტი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ამ კუთხით.“