ნუ დახუჭავთ თვალს ნარკოტიკების ჩადებაზე და ნუ ჩაიკეტებით პარლამენტში

ნუ დახუჭავთ თვალს ნარკოტიკების ჩადებაზე და ნუ ჩაიკეტებით პარლამენტში

ნუ დახუჭავთ თვალს ნარკოტიკების ჩადებაზე და ნუ ჩაიკეტებით პარლამენტში, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

როგორც ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბოლო დროს საზოგადოებაში არის მზარდი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია გადასულია პირდაპირ თავისუფალი, წესიერი მოქალაქეების ტერორზე, ჩხრეკაზე, იძულებით გადაყვანაზე ნარკოლოგიური შემოწმებისთვის და ასევე, ნარკოტიკების ჩადებაზე.

„მეგობრებო, თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში ლიბერალიზაციის და სამართლიანობის ლოზუნგით და ყველა ამ მიმართულებით თქვენ ჩათვალეთ, რომ უნდა შეიქმნათ კომფორტის ზონა, ძალაუფლებით ტკბობის სივრცე და არ ისწავლოთ არც ერთ შეცდომაზე წარსულიდან. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ უტყუარი ფაქტები, ძალიან საეჭვო განცხადებები ადამიანების წინასწარი მუქარის შესახებ, მოწმეებზე ზეწოლის შესახებ. ნუ ჩაიკეტებით პარლამენტში, ნუ დახუჭავთ თვალს უსამართლობაზე და როგორც დეპუტატები, რომლებიც ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე, გაეცით პასუხები რეპრესიული პოლიტიკის შესახებ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.