ეკა ბესელია: ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სამართლებრივი სახელი.

ეკა ბესელია: ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სამართლებრივი სახელი.

მე ვფიქრობ, რომ სრულიად აღრევა მოხდება კონსტიტუციური პრინციპების თუკი ძალიან მკვეთრად არ გაიმიჯნა ფუნქციები რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი მითითების მიცემა პარლამენტისთვის, თუ სად უნდა იყოს კონკრეტული სააგენტო, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია, ეს არის, მე ვფიქრობ, პირდაპირ შეჭრა საპარლამენტო საქმიანობაში და მის ფუნქციაში. ჩვენ ასეთ დავალებებს არ უნდა ვიღებდეთ არავისგან კანონმდებლები, მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ პარლამენტმა, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი და იღებს კანონს, ის იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კონსტიტუციასთნ შესაბამისობის საკითხებს, ხოლო პრეზიდენტი, რომელსაც აქვს, გამონაკლის შემთხვევაში ვეტოს გამოყენების უფლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დაგვიწეროს ჩვენ მოდელი.

მაშინ სრულიად აღერევა მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის საკანონმდბელო ფუნქციაში. მე მგონია ძალიან პრინციპული საკითხია, რომ შენიშვნები, რომელიც პარლამენტს ეგზავნება, უნდა ეხებოდეს კონსტიტუციურ პრინციპებს, კანონების კონსტიტუციურ ჭრილში განხილვას და არა იმას კონკრეტული სააგენტო რომელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის ქვეშ იქნება.

პრემიერს უნდა დაექვემდებაროს, უსაფრთხოების სამსახურს, თუ სხვა ძალოვან სტრუქტურას, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს პარლამენტი. მე ვფიქრობ,რომ ესეთ საკითხებზე ვეტოს გამოყენების უფლება არის პრინციპულად არსწორი გაგება, ამიტომ საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს გააზრებული სიღრმისეულად, შესაბამისად ასეთარგუმენტებს ვერ გავიზიარებთ.