სოფო კილაძე ელენე ხოშტარიას პასუხობს

სოფო კილაძე ელენე ხოშტარიას პასუხობს

რაც შეეხება ქალბატონ ელენეს, ახლა ვუსმენდი და მეგონა, რომ ქალბატონი ელენე თავის თავს და თავის გუნდს ელაპარაკებოდა, როდესაც ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობდა. მე ძალიან კარგად მახსოვს და სხვათაშორის ჩემთან, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უამრავი ადამიანი მოდის, რეპრესირებულები თქვენს დროს, თქვენი პოლიციის მიერ, მოდის და ჩივიან სწორედ იმაზე, რომ წლები ადამიანებმა გაატარეს სწორედ ამ ნარკოტიკების ჩადების გამო საპატიმროებში და იმ გაუსაძლის საპატიმროებში, რომლებიც იყო თქვენს დროს.

თქვენგან განსხვავებით დღეს თუ ვინმე რამეს დააშავებს, ჩვენი გუნდი მთლიანად, ჩვენი პრემიერის ხელმზღვანელობით და მეც, რა თქმა უნდა, როგორც ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი, ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დაისაჯოს ყველა ადამიანი და არაერთი გინახავთ არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს, თუ ვინმე რამეს დააშავებს, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ამას ვაკეთებთ ჩვენ თქგვნეგან განსხვავებით. ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ, მართლა უტიფრობად ნარკოტიკების ჩადებაზე. ყველაფერი შეიძლება თქვას ადამიანმა,

როგორც უპასუხისმგებლო განცხადებებსაც ვისმენთ და მართლა ზოგიერთ ადამიანი რომ გაექცეს ოასუხისმგებლობა,ს ამიტომ აკეთებს რაღაც განცხადებებს, მაგრამ თუ ვინმე რამეს დააშავებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ადექვატური პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე.