ჩვენი ხელისუფლება მყარად დგას იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ნებისმიერი პიროვნება, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სრულად უნდა აგოს პასუხი

ჩვენი ხელისუფლება მყარად დგას იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ნებისმიერი პიროვნება, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სრულად უნდა აგოს პასუხი

მე მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ადამიანის უფლებების სტანდარტის აწევის კუთხით. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ, მათაც გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა ამ კანონპროექტს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი თავიანთ განცხადებებში არ არიან თანმიმდევრული და ლოგიკური , ჩვენი ხელისუფლება კი თანმიმდევრულია იმ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკის გატარებაში, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვას და გაუმჯობესებას. 

რაც შეეხება იმ პაკეტს, რასაც პატიმრობის შესახებ კოდექსი ითვალისწინებს, ეს არის ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური უფლებების გაუმჯობესება. საქმე შეეხება გათავისუფლებისათვის მომზადების დაწესებულების შექმნას. მოგეხსენებათ რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქართულმა ოცნებამ დაიწყო ზრუნვა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე და ეს ცვლილებები დაიწყო სასჯელაღსრულების დაწესებულებით. მოგეხსენებათ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის ყოფნა არ არის მარტივი საქმე,

ჩვენი ხელისუფლება მყარად დგას იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ნებისმიერი პიროვნება, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სრულად უნდა აგოს პასუხი. თუმცა, ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც მსჯავრდებულთა საზოგადოებიდან მოკვეთას ისახავს მიზნად. ჩვენი მთავარი მიზანია მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია. სწორედ ასეთი საზოგადოება გვინდა ჩვენ, ასეთ საზოგადოებას ვაშენებთ. გათავისუფლებისთვის მოსამსადებელი დაწესებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულება, მასში გადავლენ ის მსჯავრდებულები, რომელთაც მოსახდელად დარჩენილი აქვთ თავისუფლების აღკვეთის 6 თვე,

შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ხასიათდებიან დაბალი და საშუალო რისკით და არ არიან საზოგადოებისთვის საშიშროების შემცველნი, მიეცემათ შესაძლებლობა დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე პირობის გათვალისწინებით. ერთ-ერთი ასეთი პირობაა განათლების მიღების უფლება, პროფესიული საქმიანობის უფლება და მთელი რიგი საკითხები რაშიც მათ შეეწყობათ ხელი, რომ მოახდინონ თავიანთი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია , დაიწყონ სამსახური, განათლების მიღება და ა.შ. ეს საკითხი დადებითადაა შეფასებული ევროკავშირის მიერ.

მეორე საკითხი შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას, ესეც ისტორიული პრეცენდენტია, რადგნა ჩვენ მსჯავრდებულებს ვაძლევთ საშუალებას სასჯელი მოიხადონ შინაპატიმრობაში. მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას მოიხადონ სასჯელი, ეს შეეხებათ ნასამართლეობის არმქონე პირებს, ელექტრონული სამაჯურების გამოყენებით. მოგეხსენებათ, რომ ეს უკვე გათვალისწინებულია არასრულწლოვნებთან მიმართებით და ძალიან ეფექტურად ხორციელდება ასეთი სახის სასჯელი. ბოლოს კიდევ მინდა შევეხო უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მჯსავრდებულებისთვის, ეს უფლება მნიშვნელოვანია, ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ჩვენ გვჭირდება რეაბილიტირებული, რესოციალიზრებული მსჯავრდებულები და ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი.“