ოთარ კახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს „მისი ფუნქციების გააზრებისკენ“ მოუწოდებს

ოთარ კახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს „მისი ფუნქციების გააზრებისკენ“ მოუწოდებს

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს მისი ფუნქციების გააზრებისკენ მოუწოდებს.

ოთარ კახიძემ კილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, რითაც ის კილაძის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის შენიშვნებს და „ნარკოტიკების ჩადების“ თემას შეეხება.

”ძალიან შემაშფოთებელია, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ყურადღებით უნდა სწავლობდეს გავრცელებულ ინფორმაციას ნებისმიერ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ის უნდა იყოს მოსმენებთან დაკავშირებით პრინციპულ პოზიციაზე, რომ შესრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გვესაუბრება, რომ თურმე უპირობო ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტმა ძალოვან სტრუქტურებს და პრაქტიკულად მოგვიწოდებს, რომ როდესაც ინფორმაცია ვრცელდება ჩადებების თაობაზე, ამას გულგრილად მოვეკიდოთ. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, რადგან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ფუნქცია, რომელიც გვაქვს პარლამენტარებს და განსაკუთარებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.