სოფო კილაძე: ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს

სოფო კილაძე: ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს

პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელზედაც დღეს უნდა ვიმსჯელოთ და იმ ვეტოს, რომელიც დაადო საქართველოს პრეზიდენტმა ამ პაკეტს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონსტიტუციურ სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ვეტო დაადოს კონკრეტულ კანონოპროექტს, აუცილებლად მან მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოადგინოს.

ის შენიშვნები, რაც მე პირადად ვნახე, რაც არის გამოგზავნილი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, ვთვლი, რომ არ არის სამართლებრივი არგუმენტები. ეს არ არის სამართლებრივი არგუმენტები და მაშ რა არის? ჩნდება კითხვა. ჩემის აზრით ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს, იმიტომ, რომ წარმოდგენილი შენიშვნები ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის არგუმენტირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის.

ჩვენ გაგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვსაუბრობდით, გვქონდა პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და გაგახსენებთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმ პროცედურულ ომს, რომელიც მათ დაიწყეს ამ კანონპროექტის განხილვისას. ეს პროცედურული ომი ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ რაც შეიძლება გაწელილიყო ეს განხილვა, რაც შეიძლება მეტი დრიო დასჭირვებოდა ამას და რომ არა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლის ძალიან პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაებრუნებინა ეს ადამიანები ისევ სამართლებრივ ჩარჩოში, დღესაც იგივეზე ექნებოდათ საუბარი.

ჩემის აზრით, ეს ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გაეწელათ ეს ყველაფერი და შემდეგ ეთქვათ, რომ აი ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ უნიათოა და ვერაფერს ვერ აკეთებს. არ არის ბატონებო ასე. ძალიან პრინციპული პოზიცია დავიკავეთ და პრინციპულ პოზიციას დავიკავებთ ახლაც, ამ ვეტოს შემთხვევაშიც. იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ეს ვეტოც ემსახურება იმას, რომ გაიწელოს პროცესი და მიაღწიონ იმ მიზანს, რომელიც ჰქონდათ. ეს არ მოხდება. ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ ეს არგუმენტები და მივედით იმ დასკვნამდე, ეს არ არის მყარი არგუმენტები. არამედ ამ კანონპროექტს ჩემის აზრით აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი, რომელიც უზრუნვეყლოფს იმას, როგორც ადამიანის უფლებები, ასევე სახელწმიფო უსაფრთხოება იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში.