განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა

განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა

განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. განმეორებით ჩატარებული რეგისტაციის დროს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში 87 დეპუტატი დაფიქსირდა.

პარლამენტის სხდომა განცხადებებით გაიხსნა.

ამასთან, დღეს პარლამენტი ფარული მოსმენების პროექტზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

თავდაპირველი რეგისტრაციისას კვორუმი ვერ შეიკრიბა, რის გამოც პარლამენტის სხდომა ვერ გაიხსნა.