იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2017–2018 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2017–2018 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017–2018 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელიც ითვალისწინებს 2017-2018 წლებში კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პრიორიტეტებს, აგრეთვე, კომიტეტების სხვა აქტივობებს ორგანიზაციული და კომუნიკაციის საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მისი განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის პირველად კეთდება სამოქმედო გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება ბევრი სიახლე და ინოვაციური ფარმატი. როგორ ეკა ბესელიამ აღნიშნა, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო, ხოლო დღევანდელი შეხვედრა კი, ბოლოა სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის წინ.

„ამით, ჩვენი მხრიდან ხაზგასმაა ძალიან ღია გზავნილის, რომ ჩვენ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას ვიწყვებთ და ვასრულებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით. მოვისმენთ რა შეიძლება იყოს უკეთესი ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატისთვის და ამას ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. დაახლოოებით აპრილის პირველ ნახევარში ვაპირებთ ფართო და საჯარო ფორმატში პრეზენტაციას, სადაც თქვენ ნახავთ, რომ ძალინ საინტერესო და ამბიციური გეგმა აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ კომიტეტის საკანონმდებლო პროცესში პირველად მოხდება ახალი ინოვაციური ფორმატების ჩართვა, როგორც მაგალითისთვის, ეს ბრიტანეთის პარლამენტშია.

„ეს იქნება წინასწარი და შემდგომი საკანონმდებლო ანალიზი, ასევე, თემატური მოკვლევები, რაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაო ინტეგრაციის კომიტეტისთვის გაკეთდა წინა მოწვევის პარლამენტში. გარდა საკანონმდებლო მიმართულებისა იქნება საზედამხედველო ფუნქციის გაცოცხლება. ეს გულისხმობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ იმ საკანონმდებლო რეფორმებზე ზედამხედველობას და მონიტორინგს, რომელიც ჩვენი კომიტეტის, როგორც წამყვანი კომიტეტის ეგიდით განხორციელდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომლის პრინციპები იქნე: ანგარიშვალდებულება, ღიაობა და გამჭვირვალობა. „კომიტეტი ჩემი მეგობარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხსნით კომიტეტს ყველა საკითხზე, როგორც ეს გავაკეთეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში. ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ქვეშ მოვიაზრებთ ანგარიშების პერიოდულ ჩაბარებას და გამოქვეყნებს, იურიდიული ცნობიერების გაძლიერებისთვის რამდენიმე მიმართულებით მუშაობას, მათ შორის სამეცნიერო წრეებთან. ახლებურად ფორმით ჩამოყალიბდება ექსპერტთა სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭო. გვინდა, რომ ეს იყოს პარლამენტის გარე დახმარების ძლიერი ინსტრუმენტი ექსპერტული კუთხით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით სამოქმედო გეგმაში ერთი ქვეთავი დაეთმობა გაეროს საზედამხედველო კომიტეტებთან ანგარიშების წარდგენის პროცესში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას: „ეს არის ერთი ახალი ცვლილება, რომელიც ჩვენი ინიციატივით პარლამენტმა 2106 წელს ბოლოს მიიღო და ახლა ამ ახალი სტანდარტით მუშაობა დაიწყო. საქართველოს პარლამეტის მიერ მიღებულ ცვლილებას მაღალ შეფასებას აძლევენ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და გაეროს სხვადასხვა კომიტეტების საერთაშორისო ფორუმებზე. აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტი ამ მიმართულებით“.

ეკა ბესელიას განცხადებით, კიდევ ერთი ქვეთავი დაეთმობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაში პარლამენტის საზედამხედველო როლს: „უკვე დაიწყო ეს ეტაპი. პირველ აპრილამდე, პირველი ინფორმაცია უნდა მიიღოს პარლამენტმა, თუ როგორ სრულდება ეს გადაწყვეტილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარლამენტი როგორც ტრიბუნა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ღია იქნება ყველა პრობლემურ საკითხზე საუბრისთვის.

„მინდა კომიტეტის სახელით დავადასტურო, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ახალი გამოწვევები. მზად ვართ, რომ კომიტეტი გარდა საკონონმდებლო მნიშვნელოვანი ფუნქციისა ასრულებდესა ასევე, ძალიან მნიშვნელოვან მაკონტროლებელ ფუნქციას და ამავე დროს, ჩართული იყოს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების გაძლიერების პროცეში ახალი ფორმატებით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისთვის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელის, რუსუდან ტუშურის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მუშაობა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირველ ხდება.

„ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თანამშრომლობის სურვილს. ამ დოკუმენტში კომიტეტი აყალიბებს ხედვას თვითონ რა უნდა აკეთოს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომიტეტის გამჭვირვალობისთვის და წინასწარ განჭვრეტადობის კუთხით“ -აღნიშნა რუსუდან ტუშურმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის დეტალებზე შეხვედრის მონაწილეებს, სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით მოწვეული ექსპერტი ირაკლი ჩიქოვანი ესაუბრა.
შეხვედრის მიზანი იყო სამოქმედო გეგმის შემუშავებისას არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებების გაზიარება კომიტეტის საქმიანობასა და მათ პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.