კახა კალაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

კახა კალაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

ჟურნალისტებს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.

თქვენს პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე დამოკიდებულია ხელისუფლების მუშაობის ხარისხი და მოსახლეობის "ცოდნა" მიმდინარე პროცესებზე შინ თუ გარეთ. თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის და თითოეულ ინფორმაციას, თითოეული სიტყვას ამ ხიდზე ატარებთ ფაქიზად და ლაღად.

ჟურნალისტების, მედიის მუშაობის ხარისხი განაპირობებს სამოქალაქო ცნობიერებას, საზოგადოებრივ აზრს და განწყობას.

თქვენ ხართ ხალხის და ხელისუფლების ხელისუფლება - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა , გისურვებთ მაღალ სტანდარტს და დიდ მიღწევებს თქვენს საინტერესო საქმიანობაში !