ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე: ესტონეთი სრულად თქვენს მხარესაა

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე: ესტონეთი სრულად თქვენს მხარესაა

ესტონეთი სრულად თქვენს მხარესაა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორმა განაცხადა.

“მინდა დავიწყო მარტივი სიტყვებით - ჩვენ, ესტონეთში სრულად თქვენს მხარეს ვარ. ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო ინტეგრირებული ვართ, უფრო დაცული ვართ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა. ევროკავშირში გაწევრიანება იყო ყველაზე პოპულარული პროექტი, რომლის წარმოდგენაც კი შეეძლოთ ესტონელ პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ეიკი ნესტორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. სწორედ ამ პერიოდში არის დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ეიკი ნესტორმა ამ მხრივ საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობისა და ახალი იდეების გაჟღერების შესაძლებლობაზე ისაუბრა.