საქართველო ადგას იმ გზას, რომ ევროპული პროექტის ნამდვილი წევრი გახდეს

საქართველო ადგას იმ გზას, რომ ევროპული პროექტის ნამდვილი წევრი გახდეს

საქართველო ადგას იმ გზას, რომ ევროპული პროექტის ნამდვილი წევრი გახდეს, - ამის შესახებ ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარემ ოლემიკ ტომესენმა განაცხადა.

ტომესენის თქმით, შთამბეჭდავია, რასაც საქართველომ რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია.

„საქართველო ადგას გზას, რომ ევროპული პროექტის ნამდვილი წევრი გახდეს. რომი ერთ დღეში არ აშენებულა, ასევეა ევროპაც. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული ხედვები ევროპის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა დიდად ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის, ნატო-ს ოპერაციებში ავღანეთში. ეს არის შესანიშნავი მაგალითი კონკრტული თანამშრომლობის. ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არსებობს სხვა გზებიც ევროპულ პროექტებში ჩართვის“, - განაცხადა ოლემიკ ტომესენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები სტუმრობენ, რომელთაც დღეს საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.