კომიტეტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული შენიშვნების სამართლებრივი განხილვის ნაცვლად, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დისკუსიას

კომიტეტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული შენიშვნების სამართლებრივი განხილვის ნაცვლად, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დისკუსიას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული შენიშვნების შინაარსობრივი და სამართლებრივი განხილვის ნაცვლად, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დისკუსიას.

„ჩვენ მოვედით მთავარი მოტივით, რომ ჩვენი შენიშვნებით შეგვექმნა უკეთესი სისტემა, დაწერილიყო უკეთესი კანონი, შექმნილიყო უკეთესი ორგანო, მაგრამ დაგვხვდა სრულიად პოლიტიკურად ორიენტირებული და მოტივირებული დისკუსია თავისი რეპლიკებით. შინაარსობრივი და სამართლებრივი დისკუსიიდან პოლიტიკურ დისკუსიაში გადატანა არ არგებს და აზიანებს კანონმდებლობის ხარისხს, რომლის გაუმჯობესებასაც ყველა ერთად უნდა ვცდილობდეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომიტეტმა ფარულ მოსმენებზე პრეზიდენტის საკანონმდებლო შეთავაზებებს მხარი არ დაუჭირა.