იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტის ვარიანტს მხარდაჭერა კომიტეტის წევრმა ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოუცხადა, უმრავლესობის წევრებმა კი მხარადაჭერა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით დააფიქსირეს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

„ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებაში დაგვარწმუნებდა. ყველაფერი მიდის ნდობა-არ ნდობის საკითხთან. გაუგებარია და ვერ ვხედავ ლოგიკას, თუ რატომ არ შეიძლება იყოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე რგოლში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ხელისუფლება უსაფრთხოების სფეროში ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას თავს ვერ მისცემს. მისივე განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის იმსპექტორს გააჩნია ფართო მანდატი, რომელიც რეალურ დროში ფარული მოსმენა მიყურადებების მოქმედებების დაკვირვებას განახორციელებს. ბესელია ფიქრობს, რომ ეს ამ მიმართულებით მოქალაქეთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ანა დოლიძემ გააცნო.

გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მეორე წინადადებაა ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.